ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

02 სექტემბერი 2022, 19:58 1028 ნახვა

40 წლის განმავლობაში რადიაციული კატასტროფის ყველაზე დიდი რისკი უნდა მოიხსნას - ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული სახელმწიფოს სამხედროების დატოვება შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამბროსეტის ფორუმზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.იმედი აქვს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია დაიცავს იმას, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. მისი თქმით  ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და  მსოფლიოს მოტყუება. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი  ჟურნალისტები არ შეუშვეს. მისივე თქმით რუსები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უნაყოფო ექსკურსიად გადააქციონ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი