ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორების ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მუდმივად ყოფნას გაუწევენ ორგანიზებას. განცხადება რაფაელ გროსიმ სადგურზე ვიზიტის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა.
როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო ინსპექტორების ნაწილი ზაპოროჟიეს სადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება.