ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. დელეგაცია 14 წევრისგან არის დაკომპლექტებული და მათ სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ. დირექტორის განცხადებით მისიამ ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტი ახლა რუსული ძალების მიერ კონტროლდება და უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი კერაა, მოსკოვი და კიევი სადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეში რამდენიმე დღეს გაატარებს.