ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.
სამუშაოები უკვე დასრულდა გრიბოედოვიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩამდე. ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო ფარნავაზ მეფის ქუჩის რიგ მონაკვეთებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებზე- გორგასლიდან გორგილაძის ქუჩამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 26 მაისიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.