გერმანია და საფრანგეთი რუსეთისთვის სავიზო გამონაკლისებზე ფიქრობენ

30 აგვისტო 2022, 19:59 660 ნახვა

გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირში რუსებითვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან. ორივე ქვეყანამ ერთობლივი პოზიცია დოკუმენტის სახით გამოაქვეყნა, მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეაჩეროს რუსი ტურისტების ვიზიტი ეკონომიკურ ბლოკში. თავის მხრივ, გერმანია მზად არის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩეროს და შეწყვიტოს მრავალჯერადი ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზების გაცემაზე შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს  რუს ოპოზიციონერებზე, ასევე გამბედავ ჟურნალისტებსა და სტუდენტებზე. დღეს პრაღაში სესიის პირველი ნაწილი დასრულდა, ხვალ კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვაზე იმსჯელებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი