რუსეთმა ირანისგან სამხედრო დრონების პირველი პარტია მიიღო, რომლის გამოყენებასაც უკრაინაში საბრძოლველად აპირებს, ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ცნობილია, რომ მიღებული უპილოტო საფრენი აპარატები 2 ტიპისაა, საბრძოლო მასალის გადასატანად და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუს ოპერატორებს ირანში ჯერ კიდევ უტარდებათ წვრთნები უპილოტო დრონების გამოყენებაზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი თეირანისგან კიდევ ასობით უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას აპირებს.