ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება

29 აგვისტო 2022, 14:12 591 ნახვა

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება და გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას ვეღარ შეძლებენ, ასევე გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც. საკითხზე მსჯელობა 30 აგვისტოს პრაღაშია დაგეგმილი.   

ასევე განხილვის თემა იქნება რუსი ტურისებისთვის  ქვეყნებში შესვლის აკრძალვის საკითხიც. ჩეხეთი, ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ის ეთანხმება რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით, მას ეთანხმებიან ბალტიის ქვეყნებიც, თუმცა წინააღმდეგია გერმანია. 

თავის მხრივ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ფინეთი აცხადებენ რომ, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება ბლოკის მასშტაბით აკრძალვის დაწესებას, შესაძლოა რუსი ტურისტების დაბლოკვის მიზნით დამოუკიდებლად იმოქმედონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი