ვოლოდიმირ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვა

29 აგვისტო 2022, 11:05 745 ნახვა
00:00
00:00

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს მიმართა, განაცხადა, რომ მხოლოდ შედეგიანი მუშაობა აძლევთ უფლებას ეკავოთ სახელმწიფო თანამდებობა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ უკრაინა ზაფხულის ბოლო უქმე დღეებში დონეცკისა და მაღაროელის დღეს აღნიშნავს, ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად აფრიალდება უკრაინული დროშა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში