ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება 

28 აგვისტო 2022, 11:55 621 ნახვა

რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა საფრანგეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნა და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ როგორც უკრაინელებს, ისე სხვა ხალხებს ევროკავშირის მახლობლად უნდათ ცვლილებები და თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი