ბოლო მონაცემებით, ბორჯომში ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, 10%-ზე კი სამუშაოები გრძელდება. ერთ კვირაზე მეტია ცეცხლს ბორჯომის ხეობაში ასობით ადამიანი ებრძვის. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო რთულდება.