საქართველო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე “ჰუმან რაითს ვოჩი” საკუთარ ანგარიშში საუბრობს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მობილურ ოპერატორებზე წვდომა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს. გამოთქმულია შეშფოთება მედიის თავისუფლებისა და ლგბტ პირების მიმართ უფლებების შეზღუდვასა და წამების ფაქტებზე. ასევე საუბარია აგვისტოს ომსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.