რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა

26 აგვისტო 2022, 14:16 420 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე ალექსეი დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობას გამოეხმაურა და მას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა. ამის გამო  ვატიკანის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მათ ყურადღებით შეისწავლეს პაპის სრული ციტატა და იმედგაცრუებულები არიან მისი განცხადებით.  „უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო.

ამასთან, გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს”, - განაცხადა კულებამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში