მარიუპოლში უკრაინელი დამცველების სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების მასხარად აგდებაა - აცხადებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრემლი ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ომის გამო და ყურადღება უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან სხვა რამეზე გადაიტანოს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ტყვეობაში მყოფებს იმ სტატუსის შესაბამისად უნდა მოექცნენ, რასაც ჟენევის კონვენციები ითვალისწინებს.