აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს - ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა.