ხანძარი იყო ხულოშიც . სოფელ ბოძაურში გურამ შავაძის სახლი და დამხმარე ნაგებობა სრულად დაიწვა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლის დროს დამწვრობა მიიღეს 4 წლის ბავშვმა და მცირეწლოვნის დედამ.ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა. ხულოს მერის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.