აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

23 აგვისტო 2022, 13:00 786 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმები განახორციელონ.

"აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოება მთელ უკრაინაში ძალზე არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს", - აღნიშნულია საელჩოს ვებგვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი