რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისთვის ორდენობით დააჯილდოვა. მან დუგინას მკვლელობას სამარცხვინო და სასტიკი დანაშაული უწოდა.
გარდა ამისა, რუსულმა მედიამ გაავრცელა იმ ქალის ფოტოები, რომელმაც „ეფესბეს“ ვერსიით დუგინა ააფეთქა, ასევე „რია ნოვოსტიმ“ ე.წ ტერორისტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება რუსეთისთვის დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი მანქანის სახელოსნოსა და საცხოვრებელ სახლთან.
დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა.