ინდოეთში ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალდიდობის შედეგად უკვე 50-მდე ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც. ამ დრომდე მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ. ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.