ევროპა რუსულ გაზს რეკორდულად მაღალ ფასად ყიდულობს

22 აგვისტო 2022, 14:51 592 ნახვა

ევროპაში გაზის რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა. 1000 კუბური მეტრი გაზის შესაძენად ევროპის ქვეყნებს 2800 დოლარზე მეტის გადახდა უწევთ, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ფასის მკვეთრი მატება „გაზპრომის“ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო კომპანია მილსადენის მუშაობას აჩერებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გერმანია მოსახლეობას ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეუმციროს.

ექსპერტები „გაზპრომის“ განცხადებიდან გამომდინარე საუბრობენ ფასების კიდევ უფრო გაზრდაზე, შესაძლოა ზამთარში 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 4000 აშშ დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში