თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგება

22 აგვისტო 2022, 14:21 574 ნახვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება, ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.  

მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და უკრაინაში ომი იქნება.

ერდოღანის განცხადებით,  ზელენსკისთან და გუტიერეშთან ლვოვში მოლაპარაკების შედეგებს პუტინთან შეხვედრისას განიხილავს, ამასთან რუსეთის პრეზიდენტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურთან დაკავშირებით კონკრეტული უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში