დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატით შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ევპატორიაში მომხდარი აფეთქებები საოკუპაციო რეჟიმმაც დაადასტურა.
ყირიმის "მთავრობის ხელმძღვანელმა", სერგეი აკსენოვმა განაცხადა, რომ ქალაქებში საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა. მისივე თქმით, გარდაცვლილები ან დაშავებულები არ არიან.