ტურნირი სამხედრო ვეტერანებისთვის

18 აგვისტო 2022, 14:00 593 ნახვა

სოციალურ პროექტს "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა", რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირი ახორციელებს, ამჯერად ურეკმა უმასპინძლა.

ექვსი დღის განმავლობაში ბანაკის 40-ზე მეტი მონაწილე, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ომის ვეტერანები და შშმ გოგონები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობა ბოჩაში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, პეინტბოლსა და სხვა სახეობებში შეეჯიბრნენ.

გუნდურ და ინდივიადუალურ შეჯიბრებებში 33 გამარჯვებულს გარდამავალი თასები, დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცა.   

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი