საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში იმყოფება

17 აგვისტო 2022, 17:20 2096 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მცირე ბიზნესისა და ტრადიციული წარმოების მხარდასაჭერად კერამიკის საწარმოს ესტუმრა, რომელიც უნიკალური ქართული ტრადიციით, შავ პრიალა კერამიკას აწარმოებს. სამეგრელოში პრეზიდენტი, ასევე, ესტუმრა თხილის საწარმოს ,,აგრიჯორჯია“, რომელიც ,,ფერეროს" შვილობილი კომპანიაა და 1800 ჰექტარზე მოყვანილ პროდუქციას იტალიაში ექსპორტზე აგზავნის. კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საწარმოს საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ საწარმოს პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. პრეზიდენტი საცხენოსნო კლუბ „ხარებასაც“ ესტუმრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი