აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს

17 აგვისტო 2022, 14:00 1137 ნახვა

აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს.

შტატების სახელმწიფო მდივანმა ინფორმაცია „ტვიტერზე“ გაავრცელა, მან მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოუწოდა ყველა ქვეყანას, მიჰყვნენ ამ მაგალითს.

რუსეთმა და უკრაინამ შავი ზღვის საშუალების მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ივლისის ბოლოს, გაეროს შუამავლობით მიაღწიეს. მანამდე პორტები რუსულ ძალებს ჰქონდათ დაბლოკილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი