გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18 აგვისტოს ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან.
სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.
ოდესის შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.
თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს.