ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.
სიმულაციური სცენარის მიხედვით, შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება და საბრძოლო სროლები საარტილერიო დანადგარებიდან.