ლევან სამსახარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტზე დასკვნას უახლოეს პერიოდში დადებენ. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერს, იმისთვის რომ სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.