სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა, საპარაშუტო მომზადება გაიარეს

13 აგვისტო 2022, 14:27 541 ნახვა

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა, საპარაშუტო მომზადება გაიარეს. პირველადი მომზადების პროგრამა ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა.

სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს.

საპარაშუტო მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა.

პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში