მედვედევის პროვოკაციული განცხადება

08 აგვისტო 2022, 14:45 1010 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მორიგი ჩვეული რიტორიკა. 

,,თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით გვეპასუხა“ - განაცხადებას დიმიტრი მედვედევი ავრცელებს, რითაც აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება.

გაგაცნობთ განცხადების მოკლე შინაარსს. 

„თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ როცა გამოსავალი არ არის, ძალით უნდა უპასუხო. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, რითაც ჩაშალეს ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესები და ჩვენ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელეთ. ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია „დემოკრატიისა“ და „ჰუმანიზმის“ შესახებ საკუთარი გაგება და მთელი ერის განადგურების ფასად ძალით დაებრუნებინა ის საქართველოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეტოვებინა ის ხალხი ნაწილებად დასაგლეჯად. რუსეთს არ შეეძლო ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დავიცავით ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი - მშვიდობა“, - წერს მედვედევი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი