ბათუმში გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გრძელდება. პირველი კონცერტი კამერულ მუსიკას დაეთმო.
მაყურებლის წინაშე ახალი თაობის მუსიკოსები, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი წარსდგნენ.
ფესტივალის ფარგლებში კიდევ ოთხი კონცერტია დაგეგმილი. დასკვნით ღონისძიებას კი 12 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 12 წლის ქართველი პიანისტი ცოტნე ზედგენიძე დახურავს.
ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს კი ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
გია ყანჩელს 10 აგვისტოს 87 წელი შეუსრულდებოდა.