უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 200-ზე მეტ პირს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა, მათ შორის არიან უკრაინის რადას დეპუტატები დავით არახამია, ლიზა იასკო და ალექსეი გონჩარენკო. ინფორმაციას გამოცემა "უნიანი" ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, "ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია ომის დროს დეპუტატების საზღვარგარეთ არამიზნობრივი ვიზიტებით".