რუსეთმა ქვეყნიდან 14 ბულგარელი დიპლომატი გააძევა

05 აგვისტო 2022, 16:55 639 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნიდან 14 ბულგარელი დიპლომატი გააძევა.

ნოტა დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გადაეცა ბულგარეთის ელჩს რუსეთში ათანას კრისტინს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.

მათივე განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება არის პასუხი სოფიას გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატი გააძევეს და ქალაქ რუსეში დროებით დახურეს რუსეთის გენერალური საკონსულო.

28 ივნისს ბულგარეთმა,ჯაშუშური საქმიანობის გამო რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი