დაბა ქედაში მალე თანამედროვე ტიპის სტადიონი აშენდება.-ეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ამასთან გამარჯვებულ პროექტებს შორისაა სოფლის სახლის რეაბილიტაცია, რომელსაც მოსახლეობა სხვადასხვა მიზნით იყენებს. მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში სულ 72 პროექტი დაფინანსდება და ჯამში სამუშაოებისთვის მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება, მოქალაქეებს ასევე სურთ გარეგანათების მოწყობა, სოფლის სახლებისა და ბილიკების რეაბილიტაცია, მოსაცდელების მშენებლობა.