მედვედევის სავარაუდო მუქარის შემცველი პოსტი

02 აგვისტო 2022, 14:35 847 ნახვა

რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში დღეს გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და ყაზახეთში რუსების გენოციდი მოეწყო. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები მაინც გავრცელდა.

მედვედევი წერს, რომ  1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიქმნა: 

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში". თვითონ მედვედევი პოსტს არ გამოხმაურებია, ამიტომ უცნობია და არც დაზუსტებულია არის თუ არა ეს მისი განცხადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი