ფინეთის მთავრობა გეგმავს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს. ინფორმაციას გამოცემა Euronews ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ფინეთში რუსეთის 176 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.
გამოცემა წერს, რომ ფინეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციას ელოდება, რის შემდეგაც რეგულაცია ძალაში შევა.