რუსები ხანგოშვილის მკვლელის გაცვლას ითხოვენ 

30 ივლისი 2022, 09:49 787 ნახვა

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს. 

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა აშშ-ს ასეთი სქემით გაცვლა არაფორმალურად შესთავაზა. კრასიკოვს 2021 წლის დეკემბერში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

CNN-ის ინფორმაციითვე, მათი წყაროები აცხადებენ, რომ რუსული მხარის ეს მოთხოვნა პრობლემატურია და ერთ-ერთი მიზეზის ამისა არის ის ფაქტი, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში