ნაციონალური მოძრაობის განცხადება 

29 ივლისი 2022, 10:50 716 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ შავშეთის ქუჩის  19 ნომერში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. საკრებულოს წევრის ეკა ზარიას განცხადებით,  დასახლებაში  საკანალიზაციო და სანიაღვრე  სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც ყოველ გაწვიმებაზე ქუჩა იტბორება.

ოპოზიცია  მერიას მოუწოდებს  დასახლების კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება მოახდინონ.

საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველობაში კომენტარი  არ გაკეთებულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი