პრემიერის ვიზიტი ყაზახეთში

26 ივლისი 2022, 17:26 627 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ნურ-სულთანის, ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო  აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში