საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად, "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს - პაპუაშვილი

26 ივლისი 2022, 11:39 708 ნახვა

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობის ნაცვლად საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნა და სექტემბრიდან პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს აანონებს​ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთის მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორეს მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

ამის საპირისპიროდ, ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა უზრუნველყოფილია.

"ჩვენ უკვე გვქონდა არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია, გაცვლა-გამოცვლა და მათ შორის სამუშაო ჯგუფებში მათი მონაწილეობა უზრუნველყოფილია, ამიტომ რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის ყველანაირი კომუნიკაცია სამოქალაქო სექტორთან და აქვთ პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობის ყველანაირი შესაძლებლობა. 12 პუნქტის შესრულება გახლავთ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და კონკრეტულად პარლამენტმა აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოს ეს 12 პუნქტი. თუ ვინმეს სურს ამ პროცესში მონაწილეობა პოლიტიკური პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, არსებობს შესაბამისი პლატფორმები, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ ამ პროცესში ჩაერთონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი