პასუხისგებაში მიეცა 4 პირი, რომლებიც ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას და მას როგორც რუსულს, ისე ჰყიდდნენ - საგამოძიებო

26 ივლისი 2022, 10:26 885 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს.

„დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი