ქართული ოცნების ლიდერები განაგრძობენ რეგიონალურ შეხვედრებს, ამჯერად ისინი მცხეთა-მთიანეთს ეწვივნენ, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პარტიის რეგიონალურ ლიდერებს შეხვდნენ, იმსჯელეს პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.