„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მორიგი წერილი საქართველოში აშშ-ის ელჩს. კელი დეგნანს ბრალს სდებენ „ომის რიტორიკის“ გაღვივებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში: „თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას; თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას; თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას“, - მიმართავენ კელი დეგნანს დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი დღეს გამოქყვენებულ წერილში. მათ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები აშშ-ის ელჩს წინა წერილში მოსთხოვეს. ახალ წერილში კი ისინი წერენ, რომ მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ მისი რეპუტაციის დაცვა ჰქონდათ. თუმცა სამეულმა მათთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო. ასევე, ამტკიცებენ, რომ დეგნანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის დადასტურებას თავად ივანიშვილს სთხოვენ. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასება საკანონმდებლო ორგანოში.