როგორი საკანონდებლო ინიციატივებითა და სამართლებრივი დოკუმენტებით შეიძლება 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიღება და შემუშავება, რომლის რეკომენდაციაც ევროკომისიამ მისცა ჩვენს ქვეყანას - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობას ხვალიდან იწყებენ.
ოპოზიცია აპირებს ამ რეკომენდაციებში ასახული მოთხოვნების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზა შექმნას და სექტემბრისთვის პარლამენტში წარადგინოს.
ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებასთან ერთად, ერთ სამუშაო ჯგუფში ყოფნა არ სურს, რადგან აცხადებენ რომ ქართული ოცნება სრულყოფილი კანონების მიღებას არ აპირებს, რაც რეკომენდაციების შესასრულებლადაა საჭირო. ამიტომ ისინი ალტერნატიულ პროექტებზე აპირებენ მუშაობას.
12 რეკომენდაციას შორისაა დეოლიგარქიზაციაც, ამ საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.