ქედა: შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში

23 ივლისი 2022, 14:07 799 ნახვა

ქედაში ქართულ ჭიდაობაში მოზარდთა ღია ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრი დამსახურებული სპორტსმენების შალვა ტაბაღუასა და ილია არძენაძის  საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

შეჯიბრში 2005-2007 წლებში დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობენ აჭარიდან, ასევე ზესტაფონის სასპორტო სკოლიდან.

სპორტულ ღონისძიებაში 50-მდე  მოჭიდავეა ჩართული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში