სასამართლომ შორენა ღლონტის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილა

22 ივლისი 2022, 18:45 778 ნახვა

სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის სარჩელზე მორიგი სხდომა გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. მოსამართლემ მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მაუწყებელს კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის მაუწყებელს 975 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ მაუწყებელს ასევე დააკისრა 2020 წლის 02 ივნისიდან 22 ივლისამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში