პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

22 ივლისი 2022, 18:13 736 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

ალი ქაან ორბაიმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.  

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ეფექტური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში არსებული ვითარება.

ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი