აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი ბუსტერდოზა.
აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს და დისტანციურად და სრულად განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ყველა დაგეგმილ შეხვედრაში ტელეფონით ან ვიდეოპლატფორმის მეშვეობით.