დღეს ევროპის ლიგაზე ორი ქართული კლუბი იასპარეზებს

17 სექტემბერი 2020, 10:44 361 ნახვა

დღეს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი იასპარეზებს. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი თბილისის ''ლოკომოტივი'' მოსკოვის ''დინამოს'' მიიღებს.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

გერმანული სატრანსფერო სააგენტოს ''ტრანსფერმარკეტის'' ინფორმაციით თბილისელების შემადგენლობა 3,8 მილიონ ევროდ არის შეფასებული,ხოლო მოსკოველების 59.3 მილიონად.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაპირისპირებები ერთ მატჩიანია და მაყურების გარეშე გაიმართება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ''დინამო'' გასვლაზე უელსურ ''კონაჰს'' ესტუმრება.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობის ღირებულება 7 მილიონ ევრომდეა შეფასებული, ხოლო უელსური კლუბის კი სულ რაღაც 600 000 ევროდ.

რამდენიმე საათის წინ "დინამოელთა" უელსურმა მეტოქეებმა ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კლუბის 3 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურა, ხოლო 1 საეჭვო სიმპტომების გამო დაკვირვების ქვეშ იმყოფება. როგორც გაირკვა უელსელებს განაცხადში სულ 14 ფეხბურთელი ეყოლებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში