ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

09 აგვისტო 2020, 16:11 523 ნახვა

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ ტირანას უმასპინძლებს. მატჩი 18 ან 19 აგვისტოს შედგება დინამო არენაზე, სამწუხაროდ გულშემატკივრის გარეშე.

ალბანეთის ჩემპიონი ტირანა საუკუნის წინ შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული, ხოლო საშინაო არენა 12 500 გულშემატკივარზე გათვლილი სელმან სტერმასის სახელობის სტადიონია.

ტირანა ალბანეთის 25 გზის ჩემპიონი გახლავთ. გუნდმა 16- ჯერ მოიპოვა ალბანეთის თასი და 11- ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა. წლევანდელი ჩემპიონობა ტირანამ 11 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კუკეშის საბოლოოდ 4 ქულით აჯობა. გუნდის საუკეთესო ფორვარდი ინლისელი მაიკლ ნგოო 13 გატანილი გოლით გახდა. გუნდში არაერთი ლეგიონერია და მათგან შეტევის წინა ხაზში არგენტინელი აგუსტინ ტორასა და ბრაზილიელი ელტონ კალე გამოირჩევიან. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ალბანელი შემტევი ერნესტ მუჩი. გუნდს 47 წლის ნიგერიელი ფეხბურთის სპეციალისტი ემანუელ ეგბო ხელმძღვანელობს. 

დინამოსა და ტირანას გზები 2003/2004 სეზონში გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3-0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი საპასუხო მატჩში კი უკვე ალბანელებმა მოიგეს 3-0, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში 4-2 იმარჯვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში