ინფრასტრუქტურული სამუშაოები

04 აგვისტო 2020, 15:00 1207 ნახვა

ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი  დასასრულს უახლოვდება. უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, დასრულებულია გარე განათებისა და ბორდიურების მონტაჟი. ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები. 

მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება ,რაც მოიცავს ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში